|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი გაიმართება

საბერძნეთში ქართული ესტრადის ვარსკვლავების, ეკა კვალიაშვილისა და თემურ თათარაშვილის  კონცერტი გაიმართება.

კონცერტი ათენში, ლეოფოროს ალექსანდრას 74 -ში, თეატრში „ზინა“ ჩატარდება.  შესრულდება ათენში მცხოვრები ქართველებისათვის მონატრებული და საყვარელი სიმღერები. კონცერტზე საპატიო სტუმრად მოწვეულია პოპულარული ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე და მისი შემოქმედებითი ჯგუფი, მათ შორის ქ-ნი მაია სტეფნაძე.

  
კონცერტის ფორმატით დაგეგმილია თემურ თათარაშვილის და ეკა კვალიაშვილის მუსიკალური შემოქმედების და ცნობილი ჰიტების წარდგენა მსმენელისათვის.

ღონისძიება 12 მარტს, 14:00 საათზეა დაგეგმილი.

 

 

 სხვა მედიასაშუალებებთან ერთად საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერია.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა