|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან გოგიჩაიშვილმა ამომრჩეველთან აქტიური შეხვედრები დაიწყო(R)

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს N6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ამომრჩეველთან აქტიური შეხვედრები დაიწყო.

ლევან გოგიჩაიშვილმა ფანასკერტელისა და ბახტრიონის ქუჩაზე მცხოვრებ ამომრჩეველს მისი სამომავლო გეგმები გააცნო. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვაჟა ფშაველასა და გამსახურდიას გამზირზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებელი მოინახულა. „2012 წლის შემდეგ, ათი ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი მოვალეობაა“, - განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრაზე ლევან გოგიჩაიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი