|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებული სასტუმრო სამმა მოქალაქემ დატოვა

საჩხერეში სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე რჩება.

სამედიცინო ცენტრის მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, სამმა მოქალაქემ სასტუმრო ჯანდაცვის წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე დატოვა და თვითიზოლაციაში იმყოფება.

ექიმის თქმით, წასვლის სურვილი მოქალაქეებმა გამოთქვეს, შემოწმდა რამდენად სათანადოდ იყო იზოლირებული მათი ბინა და ამის შემდეგ დატოვეს სასტუმრო.

რაც შეეხება 31 მოქალაქეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ. ისინი მერვე დღეა იზოლაციაში რჩებიან და კლინიკას ერთ კვირაში დატოვებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა