|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერეში თვითმკვლელობის შედეგად დაღუპული სასულიერო პირის შვილია

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში თვითმკლცვლელობის შედეგად დაღუპული 17 წლის ლუკა ივანაშვილი სასულიერო პირის შვილია. 

გარდაცვლილის მამა ჭორვილაში ტაძრის მოძღვარია. გარდაცვლილი კი რამდენიმე წელი სტიქაროსანი იყო და ჭორვილაში სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. მეზობლები მას დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არც ოჯახში და არც მეგობრებთან კონფლიქტი არ ქონია.

თვითმკვლელობის ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები ინტერნეტთამაშს ეჭვობენ და ვარაუდობენ, რომ მოზარდი მისი მსხვერპლი გახდა.

შემთხვევა გუშინ გვიან ღთამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია ექსპერტიზები და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა