|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც სამედიცინო ცენტრში მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა.

მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს, ის ინფექციონისტია. სავარაუდოდ, გადადება პაციენტიდან მოხდა. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.

მერის მეუღლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ქონდა, რის გამოც მოხდა ანალიზიების აღება. ის ახლა კლინიკაში ბოქსირებულ პალატაში არის გადაყვანილი.

მერის ინფორმაციით, ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან. ის ასევე ადასტურებს, რომ როგორც მერს, კონტაქტი ქონდა მოქალაქებთან, თუმცა რეკომენდაციებს იცავდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი