|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ასამდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი იზოლაციაში იმყოფება. ასამდე თანამშრომლის იზოლირების მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, თანამშრომლებს ტესტები ჩაუტარდა და ანალიზების პასუხებს ელოდებიან.

ექიმ ინფექციონისტს კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან ქონდა. ჯერ უცნობია, საიდან მოხდა გადადება, საავადმყოფოში ირწმუნებიან, რომ ექიმი ეკიპირებით იყო შესული პაციენტებთან.

ექიმები პასუხის მიღებამდე კლინიკას არ ტოვებენ. მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, გამოკვლეულია აღნიშნული პაციენტის კონტაქტები და ახლო შეხებაში მყოფ პირებს ანალიზები აუღეს, პასუხებს დღეს მიიღებენ.

საჩხერის კლინიკაში ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულება  კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი