|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადამიანები არც კი მიცნობენ და ცდილობენ დამეხმარონ, რაც მთავარია გამოსდით"

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გამართულ საქველმოქმედო კონცერტს მთამსვლელი ირაკლი გუჯაბიძე გამოეხმაურა. გუჯაბიძემ სააგენტო "ნიუპრესის" საშუალებით ღონისძიების ინიციატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.  

"არც კი ვიცი, ამდენი სითბო როგორ უნდა დავაბრუნო უკან. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ და რანაირად. ადამიანები არც კი მიცნობენ და ცდილობენ დამეხმარონ, რაც მთავარია, ძალიან გამოსდით. წარმოუდგენლად დიდი სტიმულია ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ბავშვებო, ფინანსები არაფერია იმ მოტივაციასთან შედარებით, რასაც თქვენ მაძლევთ. რამ უნდა შემიშალოს ხელი, რამ უნდა დამღალოს და სად, რა უნდა გადამეღობოს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა გადავიფიქრო. ხან მგონია, რომ სინამდვილეში არასდროს ვარ მარტო და მე ყველა გულშემატკივართან ერთად ვმოგზაურობ. ხოდა, წამოდით, ერთად დავამტკიცებთ რომ ყველა ქვეყანა, ყველა ქალაქი, ყველა ოცნება ახლოა, უბრალოდ, უნდა ადგე და წახვიდე, მიხვიდე მასთან. იმედია, რომ დავბრუნდები საშუალებას მომცემთ ყველას სათითაოდ ჩაგეხუტოთ.

ყველაფერს, რასაც გზაში ვნახავ და ვისწავლი, ყველა გზას და ყველა ხერხს, ყველა მეგობარსა და თავგადასავალს, რომელსაც დავაგროვებ, მოვუყრი თავს და თუ როდესმე იგივე ქვეყანაში მოხვდებით, გამოგადგებათ. არც ვიცი, სხვა როგორ შემიძლია მეც გამოგადგეთ. დიდი, დიდი მადლობა ყველას.  აქაურ მეგობარს მოვუყევი, ასე მეხმარებიან ბავშვები იმ სიშორიდანთქო და იტირა ბევრი, არადა არ უყვართ აქაურებს ემოციების შემჩნევა",-ამბობს ირაკლი გუჯაბიძე.

გუშინ გუჯაბიძის მხარდასაჭერად ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. ბაღში მულტიფუნქციური სივრცე შეიქმნა, სადაც მოქალაქეებმა ირაკლი გუჯაბიძის ჩანაწერები და ფოტოები შეიძინეს. საღამოს ელექტრონული მუსიკით,  დიჯეი ზაპა, მირო  და პუშო აფორმებდნენ.

 

 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა