|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სად შევიძინოთ ჰოვერბორდები? [R]

ახალგაზრდებში სულ უფრო პოპულარული ხდება ელექტროტრანსპორტი და მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი ჰოვერბორდი. იგი ორბორბლიანი, ელექტრო, პორტატული მოწყობილობაა, რომელიც ცნობილია, როგორც თვითბალანსირებული სკუტერი.

დასადგომი პლატფორმა ორ ბორბალს შორისაა მოთავსებული, იკვებება დიდი ზომის ლითიუმ-იონური ბატარეებით. დამუხტვის დროა 2 საათი და ფარავს დაახლოებით 20 კმ მანძილს.

ჰოვერბორდები მოთხოვნადია ტურისტულ ადგილებში, განსაკუთრებით ქალაქებში, რადგან მათი გამოყენებით ვიზიტორი ადვილად გადაადგილდება, დროს ზოგავს, ბევრ ღირსშესანიშნაობას სტუმრობს და ფიზიკურადაც მხნედ გრძნობს თავს.

საქართველოში ჰოვერბორდების შეძენა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ, ასევე ინტერნეტ მაღაზიებში. ბოლო დროს ტრადიციულ ვაჭრობას დიდ კონკურენციას უწევს ონლაინ ვაჭრობა, რასაც მრავალ ფაქტორთან ერთად პროდუქციის მრავალფეროვნება განაპირობებს. ჩვენი ქვეყნის ბაზარზელილოს ონლაინ მაღაზიას (Liloshop.ge) უამრავი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს. მისი მთავარი მიზანია ხალხს თავი აგრძნობინოს ლილოში სახლიდან გაუსვლელად. ათეულობით სხვა პროდუქტთან ერთად დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჰოვერბორდები Liloshop-ზე. ამას კი ფართო არჩევანი, ხელმისაწვდომი ფასი, სწრაფი საკურიერო მომსახურება და გადახდის მყიდველზე მორგებული მეთოდი განაპირობებს.

რა უპირატესობა აქვს ონლაინ შეძენას?

 

ქაოსურ სამყაროში სულ უფრო ცოტა დრო გვჩება ტრადიციული ვაჭრობისთვის, სწორედ ამიტომ მხსნელად გვევლინება ონლაინ მაღაზია. სასურველი ადგილიდან ელექტრონული მოწყობილობის ღილაკებზე თითის დაჭერით ვათვალიერებთ, ვარჩევთ და ვიწერთ საჭირო ნივთს. შესაბამისად, ვზოგავთ დროსა და ენერგიას. ამასთან, მგზავრობის თანხა და დამატებითი ხარჯი, რომელიც თან ახლავს საყიდლებზე წასვლას, ნულის ტოლია. არ ვფიქრობთ ნივთის ტრანპორტირებაზე, მშვიდად ველოდებით კურიერის ზარს კარზე. ჩვენვე ვირჩევთ, ნაღდი ფულით გადავიხდით, ბარათის გამოყენებით თუ საბანკო გადარიცხვით. ეს უპირატესობებიც საკმარისია, ინტერნეტ მაღაზიებში პროდუქციის დიდ ასორტიმენტზე, ერთ სივრცეში თავმოყრასა და ფიზიკურ მაღაზიებთან შედარებით დაბალ ფასზე რომ აღარ ვისაუბროთ. ამრიგად, ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ონლაინ ვაჭრობას ნდობას უცხადებს.

 

რა ღირს ჰოვებორდები?

 

ფასი ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტია გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. ფასის ადეკვატურობა დიდწილად განსაზღვრავს, დაიდებს თუ არა კონკრეტული ნივთი ჩვენს სახლში ბინას.

„ლილოშოპზე“ ჰოვერბორდების ფასი 280-620 ლარამდე მერყეობს. ფასთა სხვაობას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, მაგალითად, ბორბლების დიამეტრი. ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს მთლიანი მოწყობილობის ზომას. ასევე ფასზე გავლენას ახდენს მასალა, რომლისგანაც შექმნილია ჰოვერბორდი. ბორბლების მასალა კაუჩუკია, თუმცა კორპუსისთვის გამოყენებულია ან ლითონი ან დარეზინებული პლასტმასი. მათ შორის აშკარა სხვაობაა, რაც ნივთის ვიზუალსა და გამძლეობასთან ერთად ფასზეც აისახება. გარდა ამისა, ფასწარმოქმნაზე გავლენას ახდენს გარანტიის ხანგრძლივობა აკუმულატორზე, პლატასა და ძრავზე. რაც არაპირდაპირ ნივთის ხარისხზე გვაწვდის ინფორმაციას.

ჰოვერბორდები სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ტრანსპორტია ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური სურათიდან გამომდინარე.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა