|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,თეატრალური იმერეთი“ მესხიშვილის თეატრის სპექტაკლით გაიხსნა

საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთის“   ფარგლებში იმერეთში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრები 13 სპექტაკლს ითამაშებენ,

მაყურებელს საშუალება ეძლევა 17 ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს. 

ფესტივალის ფარგლებში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა მაყურებლებს სპექტაკლი ,,სიმართლე“ წარუდგინა.

 წარმოდგენებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.

ფესტივალის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

პროექტს უკვე მეთორმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს.

აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა