|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მარეხი ნიჟარაძე მოსახლეობას შეხვდა [R]

,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი საფიჩხიის ოლქში, მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში, მარეხი ნიჟარაძე სოლომონ მეორეს, ზარდალიშვილისა და ტყაბლაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე აქცენტი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა, რაც მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

,,მადლობა, რომ ხედავთ რა სამუშაოები ჩატარდა ამ ბოლო წლებში თქვენი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ჩემთვის ბედნიერებაა შეგხვდეთ ინფრასტრუქტურულად თითქმის მთლიანად მოწესრიგებულ ქუჩებზე. მზად ვარ ისევ ერთგულად გემსახუროთ და გპირდებით არჩევის შემდეგაც ასე აქტიურად გავეცნო თითოეული თქვენგანის ოჯახსა და მოთხოვნებს"- განუცხადა მარეხი ნიჟარაძემ შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა