|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ეს არის საფრთხის შემცველი კომისია“- ამირან ძოწენიძე

საფრთხის შემცველი კომისია - ასეთი შეფასება მისცა საკრებულოს „ნაციონალმა" დეპუტატმა   დროებით სამუშაო ჯგუფს. „პრივატიზების გადახედვა, ეს ნიშნავს ინვესტორების დაფრთხობას. უნდა ვიცოდეთ, რომ მსურველი ინვესტიციის განხორციელების არის ცოტა,  ხოლო ინვესტიციის მიღების  - ძალიან ბევრი", - განაცხადა ამირან ძოწენიძემ.  მისი თქმით, მსგავს ინიციატივას მხარს არასოდეს დაუჭერს.

"მაგალითად, რომ დაინტერესდეს უცხოელი ინვესტორი, რომელსაც აქვს თანხა და სურს ქალაქში  ობიექტის შესყიდვა, ბუნებრივია, მოიკითხავს -  რა პერსპექტივებია ამ მხრივ  ქალაქში, კანონმდებლობა როგორ არის მოწყობილი? მასთან დაახლოებული პირი, მიაწვდის ინფორმაციას და ეტყვის, რომ ამ ქალაქში არსებობს კომისია, რომელიც პრივატიზაციის სამართლიანობას სწავლობს. რა თქმა უნდა, მას არ გაუჩნდება სურვილი იყიდოს რაიმე თვითმმართველობისგან. მე მგონია,  რომ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მიიღო ქონება  აუქციონის გზით, თუ პირდაპირი შესყიდვით,  პრობლემის შექმნა შერჩევით მოხდება. თუ რაიმე კანონდარღვევა იყო ქონების გადაცემაში, ამისთვის არსებობს გამოძიება. აი, ასე, მასობრივად, თუ ვინმეს რამე უყიდია, მათ უნდა ეშინოდეთ, რომ არ დაიბარონ და  ზედმეტი კითხვები არ დაუსვან. მე მგონია, რომ ეს არის კერძო მესაკუთრებზე თავდასხმა და მე ამას მხარს არცერთ შემთხვევაში არ დავუჭერ", - განაცხადა ძოწენიძემ, რომელმაც ჯგუფის შემადგენლობის დასამტკიცებლად კენჭისყრაში მონაწილოება არ მიიღო. 

შეგახსენებთ, დროებითი სამუშაო კომისია 2006 წლიდან 2015 წლამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ  გასხვისებულ  მიწის ნაკვეთებისა და შენობა–ნაგებობების  კანონიერებას შეისწავლის.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი