|
  • EUR 1 = GEL 2.998
  • USD 1 = GEL 2.5405
|

"საიას" ქუთაისის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ეყოლება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციის" ცენტრალური ოფისის პარალელურად ახალ თავმჯომარეს ქუთაისშიც აირჩევენ.

"საიას" ქუთაისის ორგანიზაციის მოქმედი თავმჯომარის გიორგი სანტურიანის განცხადებით, მას უფლებასმოსილების ვადა დეკემბერში ეწურება, რის შემდეგაც მოხდება ახალი თავმჯდომარის შერჩევა.

როგორც სანურიანი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, ჯერ თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატზე საუბარი ნაადრევია, რადგან ის გამგეობის კრებამ  უნდა განიხილოს და წარდგინოს.

თავად სანტურიანს კანონმდებლობით თავმჯდომარეობის უფლება აღარ აქვს. 

შეგახსნებთ, რომ "სიაის" თავმჯდომარედ სულხან სალაძე აირჩიეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი