|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საკრებულო არ უნდა იყოს მერიის გადაწყვეტილებების ნაჩქარევად დამმოწმებელი"-გიგა შუშანია

 "საკრებულო არ უნდა იყოს მერიის გადაწყვეტილებების ნაჩქარევად დამმოწმებელი, მერიამაც უნდა ისწავლოს საკითხების მომზადება, მას დიდი დრო აქვს გადაწყვეტილების მიღების წინ",  - განაცხადა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

ამ განცხადებით ის  "საერთაშორისო  გამჭვირვალობა- საქართველოს" შენიშვნას გამოეხმაურა, რომლის კვლევის თანახმად,  ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულომ სხდომების თითქმის ნახევარი- 72 სხდომიდან -35 რიიგარეშე რეჟიმში ჩაატარა.

შუშანიამ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოს ეს შემადგენლობა შეცვლის მიღებულ პრაქტიკას და  შეასრულებს თავის ნამდვილ ფუნქციას, რაც არის ზედამხედველობის ფუნქცია და არა  მერიის უპირობო დათანხმება.

შეგახსენებთ, ქუთაისის მეექვსე საკრებულომ სამი სხდომა გამართა, საიდანაც ერთი სხდომა რიგგარეშედ ჩაინიშნა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა