|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია ქობალიანის ჯგუფს ნატო ქათამაძე უნდობლობას უცხადებს

ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ  დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შესახებ საკითხი განიხილა.  ჯგუფის შემადგენლობას საკრებულო, სავარაუდოდ, ხვალინდელ  სხდომაზე დაამტკიცებს. 

ჯერ არშექმნილი კომისიის მუშაობას უნდობლობას უცხადებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე. მისი თქმით, გია ქობალიანისადმი მისი პიროვნული პატივისცემის მიუხედავად, თვლის, რომ ის ამ საქმეს თავს ვერ გაართმევს: "ვთვლი, რომ გია ქობალიანი ამ საკითხში არაკომპეტენტურია და იმ მისიას, რისთვისაც მე ჩაფიქრებული მქონდა ამ კომისიის შექმნა, თავს ვერ გააართმევს.  წელიწადნახევარი დამჭირდა იმისათვის, რომ იმ ხალხისათვის, ვინც კომისიაში შემოდის,  ამ კომისიის შექმნის აუცილებლობა დამემტკიცებინა", - განუცხადა ქათამაძემ "ნიუპრესს". 

შეგახსენებთ, დროებითი ჯგუფი  ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა–ნაგებობების გასხვისების კანონიერების შესწავლის მიზნით შეიქმნა. მისი შექმნის ინიციატივა საკრებულოს "რესპუბლიკელ" წევრს ნატო ქათამაძეს ეკუთვნის, რომელიც ჯგუფის ხელმძღვანელობას თავად გეგმავდა. საკრებულომ  დროებითი სამუშო ჯგუფის  თავმჯდომარედ კი ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი გია ქობალიანი აირჩია. 

 დროებითი ჯგუფი, რეგლამენტის მიხედვით, სამი თვით იქმნება, საჭიროების შემთხვევაში კი მას მუშაობის გაგრძელება  6 თვემდე შეეძლება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა