|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურის შედეგები შეაჯამა. ორგანიზაციის კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რაც წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დროს გამოიკვეთა.

„საერთოდ, ერთი სიტყვით, არჩევნების შეეფასება რთულია. ზოგადად, არჩევნები რომ შედგა, ამაზე შედეგებიც დაიდო, თუმცა ჩვენ გვაქვს ბევრი რეკომენდაცია, რომელიც შესაბამის სტურქტურებს უნდა მივაწოდოთ, ასევე დაიწყოს მსჯელობა საარჩევნო კანონდებლობის გაუმჯობესებაზე, რათა კიდევ უფრო ღია საჯარო და გამჭვირვალე გახდეს არჩევნები.

ეს იყო ერთგვარი შეჯამება მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოყოფილი არის ქუთაისი და იმერეთი. ერთგვარი სტატისტიკური  მონაცემები მივაწოდე საზოგადოებას, თუ რა ტიპის დარღვევებს და რა რაოდენობით ქონდა ადგილი, ასევე  როგორი რეაგირება მოყვა მას საარჩევნო ადმინისტრაციიდან“,-განაცხადა თეონა გოგიშვილმა.

ორგანიზაციის მიერ ქუთაისში პირველ ტურზე 11 საჩივარი დაიწერა, მეორე ტურზე 4, მხოლოდ ორი საჩივარი დაიწერა შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით.  ამათგან, ნაწილი დაკმაყოფილდა საოლქო კომისიის მიერ“.

შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „შენების მოძრაობის“ წარმომადგენლის ალუდა გოგლიჩიძის ინფორმაციით, არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა.

„შეფასება არჩევნების  ცნობილია, თუმცა  ბუნებრივია, არჩევნები არ იყო თანაბარ პირობებში. არჩევნები მოიგო ფულმა და ძალაუფლებამ. ჩვენ ვაგრძელებეთ პოლიტიკურ ცხოვრებას.  გავაგრძლებთ იმ ამომრჩეველთან ურთიერთობას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა“, -განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა