|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში ქუთაისის ინციდენტი მოხვდა

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინეს, მათ შორის მოხვდა ქუთაიოსის ინციდენტიც.

საქმე ეხება ნაციონალური მოძრაობისათვის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელისშეშლის მცდელობას. 

 "სავარაუდოდ, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები გამოვლინდა ქუთაისსა და ხულოში. ქუთაისში უცნობი პირები „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიგა შუშანიას მიერ  „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 26  ივნისს, გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას სულხან-საბას დასახლებაში ხვდებოდა, სადაც მივიდა 2 ნასვამი პირი და ხმამაღალი შეძახილებით ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას. ორგანიზაციის
წარმომადგენელი გაესაუბრა უბნის მცხოვრებლებს, რომლებიც დამატებით ამბობენ, რომ
მცირეწლოვანმა ბავშვებმა გრიგოლ ვაშაძეს ნარჩენები ესროლეს. შუშანიას ცნობით, ადგილზე ააიპ
„სპეციალური სერვისების“ უფროსის მოადგილე ნიკა დვალი თანხმლებ პირებთან ერთად მივიდა
და განაცხადა, რომ ეს მისი უბანი იყო და შეხვედრის ჩატარების უფლებას არავის მიცემდა.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან ნიკა დვალმა ეს ფაქტი უარყო. “ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კვლევის თანახნად, საანგარიშო პერიოდში წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინეს. მათ შორის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის - მომო“-ს მიერ 3 შემთხვევა, ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელისშეშლის 2, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.

 

ორგანიზაციის ცნობით, ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა