|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სამივე დაღუპული ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 

შემთხვევის შედეგად, ასევე დაშავდა 3 პირი, დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში გადიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარატვენ, რომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმხობს, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა