|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობა რკინიგზის თანამშრომლებმა მიიღეს

სამტრედიაში,  ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი სს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით ლიკვიდირებულია!

რკინიგზის საგანგებო სიტუაციების  მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობა  მიიღეს და გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა -  საწვავით სავსე, 1000 ტონიან რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.  არსებობდა  ხანძრის  სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხეც.

ხანძრის ლოკალიზებაში  მეხანძრე-მაშველებთან ერთად   სს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების  ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის კერების გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა