|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო არჩევნებში პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 38 მილიონამდე დაიხარჯა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ დახარჯულია 37,681,667.85 ლარი, საიდანაც 22,307,806.00 ლარი „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ხარჯია, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემოსავლებისა და ხარჯების სტატისტიკაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში ხარჯი დაუფიქსირდა 52 საარჩევნო სუბიექტს, აქედან, 18 - პოლიტიკური პარტია და 34 - დამოუკიდებელი კანდიდატია.ხარჯები მოიცავს რეკლამას, მივლინებას, შრომის ანაზღაურებას და ა.შ.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებული ხარჯი 22,307,806.00 ლარს შეადგენს, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ჯამური ხარჯი - 3,392,465.00 ლარია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 2,889,875.00 ლარი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1,626,491.00 ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ - 1,463,398.00 ლარი; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - 962,645.00 ლარი; „რესპუბლიკური პარტია“ - 847,696.00 ლარი; „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 840,124.00 ლარი; „ეროვნული ფორუმი“ - 834,082.00 ლარი და ა.შ.

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი