|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა

საქართველო 125 ქვეყანას შორის 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა, -ინფორმაციას  ცნობილი კვლევითი პორტალის NUMBEO–ს „დანაშაულის ინდექსის“  მიხედვით, შსს ავრცელებს.

 აღნიშნულმა  პორტალმა კვლევა  125 ქვეყნის 2017 წლსს მონაცემების მიხედვით აწარმოა.

კვლევის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების დონე მაღალია, დანაშაულის რაოდენობა კი - დაბალი. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში დანაშაულის ინდექსია - 20.83, უსაფრთხოების ინდექსი - 79.17.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც, მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ქალაქებში უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

Numbeo-ს სტატისტიკას ხშირად იყენებენ ცნობილი საერთაშორისო მედიასაშუალებები, მათ შორის,. BBC, Time, Forbes, The Economist, Ney York Times, The Telegraph, the Washington Post და ა.შ.

ავტორი: ნიუპრესი