|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 მაისი -დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წელი გავიდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წელი გავიდა.  1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის - 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის  საფუძველზე გამოცხადდა.

ამას წინ უძღვოდა დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც 31 მარტს გაიმართა, რეფერენდუმის კითხვა  იყო : "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?" 

რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით ჩატარდა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა დაკავშირებულია ეროვნული ლიდერების  ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელებთან. 

სიმბოლურია, რომ 26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, 31 მარტი კი ზვიად გამსახურდიასი.  9 აპრილი  დამოუკიდებლობის დღის გამოცხადებისათვის ზვიად გამსახურდიამ შეარჩია, რითაც ცრემლიანი თარიღის ახალი შინაარსით დატვირთვა სურდა.  

წელს,  დამოუკიდებლობის დღესთან ერთად რუსთაველის 850 წლის იუბილეც აღინიშნება. "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" - ასეთია წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის დევიზი.  

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა