|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ისრაელიდან ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა კვლავ შეუძლიათ

 ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ისრაელის მთავრობამ საქართველო წითელი ზონის ქვეყნებიდან ამოიღო და ნარინჯისფერში გადაიყვანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისრაელიდან ტურისტებს კვლავ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა.

საქართველოდან ისრაელში დაბრუნებისას ისინი თვითიზოლაციას ან კარანტინს დაექვემდებარებიან. 

გადაწყვეტილება ძალაში 1-ლი სექტემბრიდან შევა. 

ავტორი: ნიუპრესი