|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილისათვის არ არის უსაფრთხო - მარიამ ჯიშკარიანი

ვფიქრობ, საქართველოს ციხეთა სისტემა  მიხეილ სააკაშვილისათვის არ არის უსაფრთხო, - ამის შესახებ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე არავის უგია პასუხი მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო.  

"ვფიქრობ, საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილისათვის არ არის უსაფრთხო. ჩვენ ყველანი შემსწრე გავხდით იმისა, რომ არავინ დასჯილა მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო  ინსპექტორის სამსახურში, თუმცა თანამდებობიდან არავინ არ არის გადაყენებული დღემდე", - განაცხადა ჯიშკარიანმა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა