|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რეგიონული მედია სოფლის განვითარებისათვის

 საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ (GRMA), რომელიც საქართველოს ცხრა რეგიონში არსებულ 22 გამოცემას და 19 საინფორმაციო ვებ პორტალს აერთიანებს, საკუთარი გამოცემები თბილისში საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით გამართულ  გამოფენაზე წარადგინა. 

17 მარტს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ მასშტაბური კონფერენცია და გამოფენა გაიხსნა, რომელსაც საქართველოს რეგიონებიდან 500-მდე დელეგატი დაესწრო.

ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ მოიწვიეს ის ადამიანები, ვინც უკვე შეცვალა, ან აპირებს, რომ შეცვალოს რეგიონებში მცხოვრებთა ყოფა უკეთესობისკენ. 

ღონისძიების ფასილიტატორი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული მერსი ქორფს-საქართველოს „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“ 2008 წლიდან ხელს უწყობს ბაზრის თანასწორ განვითარებას და სოფლად მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების საარსებო წყაროს გაუმჯობესებას.  მათთვის თანასწორი შესაძლებლობების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის გაზრდით.  

 სოფლად და რეგიონებში არსებული საწარმოების სულისჩამდგმელებმა საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია, მოსაზრებები, მოტივაციის წყაროები გაუზიარეს, იმ კონკრეტულ მაგალითებსა და მიღწევებს გაუსვეს ხაზი, რაც სოფლად მცხოვრებთა ყოფას აუმჯობესებს და წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში.

ღონისძიებას დაესწრნენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები სპორტის, კულტურისა და ბიზნესის სფეროებიდან.

ფოიეში მოწყობილ საგამოფენო სივრცში განთავსებული იყო კერძო და მუნიციპალური ინიციატივები, მრავლფეროვანი ხელნაკეთი სუვენირები, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და საგნები, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული რძის და თაფლის პროდუქტები, ქართული მატყლი,  რეგიონული მედია – გაზეთები და ტელევიზიები, უმსხვილესი ქართული ვეტერინარული საწარმოს პროდუქცია, ბიზნეს საკონსულტაციო ფირმები და სოფლის
მეურნეობის სხვადასხვა ასოციაციები.

 საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ფოტოკონკურსის „ცხოვრება სოფლად“ ფინალისტთა ფოტოებიც.

კონფერენციაზე 8 მთავარ მომხსენებელთა შორის იყვნენ ჰელენ ბრედბერი - განვითარების პროფესიონლი, თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კეკელიძე - მწერალი, გიორგი ბაქრაძე - ეკონომისტი და სხვები.

როგორც მერსი ქორფსი-საქართველოს „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ მედია  მენეჯერმა ნონა სამხარაძემ განაცხადა, ღონისძიებაზე მოწვეულმა საჯარო პირებმა და თანამოაზრე ადამიანებმა სახელისუფლებო და სამოქალაქო სექტორებიდან, დიდი ქალაქებისა და პატარა სოფლების წარმომადგენლებმა, რომელთათვის მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების, გოგონებისა და ბიჭების კეთილდღეობა, ისაუბრე იმაზე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი თანასწორობა ჩვენი ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის.

კონფრენციის მნიშვნელოვანი ნაწილი  იყო  ფოიეში წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა, რომელთა შორის იყო საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მამულაშვილის განცხადებით, ასეთ გამოფენაზე რეგიონული გაზეთების ექსპოზიციის წარმოდგენა იყო პირველი მცდელობა, რომელიც აძლიერებს ასოციაციის  როლს უშუალოდ სოფლისა და ქალაქების მცხოვრებთა ინფორმირების მიმართულებით.

„ასოციაციის  თითოეული წევრი გამოცემა, რომელიც უტყუარ და  ეთიკური სტანდარტებით მომზადებულ პროდუქციას აწვდის ადგილობრივ მოსახლეობას, დიდი წვლილი შეაქვს სოფლისა თუ თემის განვითარებაში.“

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.alcp.ge  და SDC-ის ოფიციალურ ვებგვერდს. www.eeg.ge

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა