|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰაკერებმა "გურია ნიუსის" ვებგვერდიდან ყველა ინფორმაცია და ბაზები წაშალეს

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია (GRMA) შეშფოთებას გამოთქვამს ასოციაციის წევრი გამოცემის, მედია სახლი “გურია NEWS"- ის მიმართ ბოლო დროს განხორციელებული კიბერშეტევის გამო.

როგორც მედიასახლი “გურია NEWS“ ოფიციალურად აცხადებს,  21 თებერვალს, გამთენიისას, ჰაკერებმა გატეხეს "გურია ნიუსის" ვებგვერდი, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები. ჰაკერშტევა მედიასაშუალების წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. დაინტერესებული პირების თუ ჯგუფის მასირებული შეტევა ბაზების, ინფორმაციის, ვების სტრუქტურის განადგურებით დასრულდა.

მცირე რესურსების მქონე მედიასაშუალებისთვის, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია, თავდაუზოგავი შრომით, თავგანწირვით, პროფესიული ერთგულებით ცდილობს შემორჩეს მედიაბაზარს, ეს  ძალიან დიდი დარტყმაა.

მედია სახლის “გურია ნიუსის“ გამომცემელის, ია მამალაძის განცხადებით, ისინი  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ განახლებული ვებგვერდი მკითხველ აუდიტორიას, მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს. 

"საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" მიმართავს ყველა სამართალდამცავ, სახელმწიფო სტრუქტურას, პირველ რიგში, კიბერუსაფრთხოების სამსახურს, ვისაც ევალება ამგვარი დანაშაულის პრევენცია, გამოძიება, ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში უზრუნველყონ უსაფრთხოების, სამუშაო გარემოს, საკუთრების დაცვის, მედიის განვითარების ფუნდამენტური უფლებები და გამიძიონ მომხდარი დანაშაული!

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა