|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

13 ადგილი იმერეთში, რომელიც საქართველოს საოცარი ადგილების ასეულში მოხვდა[PHOTO]

„საქართველოს ბუნების 100 საოცრება“, - ასე ქვია წიგნს, რომლის პრეზენტაცია  ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. ღონისძიება   ქუთაისის საკრებულოს და იმერეთის გუბერნიის ორგანიზებით მოეწყო.

 წიგნის ავტორის, გეოგრაფიის  პროფესორის გიორგი დვალაშვილის განცხადებით, წიგნში საქართველოს  ღირშესანიშნავი ადგილებია  შეტანილი,  რომელიც  ტურიზმის პოპულარიზაციისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია.

 "წიგნში აღწერია საქართველოს 100 ღირშესანიშნავი ძეგლი, მათ შორის 13 - იმერეთიდან.  წიგნები გამოიცა, ქართულ  ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც  ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. თითოეული ადგილი თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება უბადლო შემოქმედია“,-განაცხადა დვალიშვილმა.

იმერეთის რეგიონიდან ავტორმა წიგნში 13 ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ობიექტი შეიტანა. 

წყალტუბოს მუნიციალიტეტიდან: მღვიმეები და სათაფლია

   

 

ხონის მუნიციალიტეტიდან: ოკაცე და კინჩხა

   

 ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან: ცუცხვათის მღვიმოვანი და მუხურას ჩანჩქერი

  

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან: წყალწითელას ხეობა

ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან: საირმის სვეტი და ქვასაყდარას კლდოვანი სვეტი

      

ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან: კაცხის სვეტი, ხრეითის ქვაყუნტა და ძუძუანას მღვიმე

      

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან: ნუნისის ხეობა

საჩხერის მუნიციპალიტეტიდან: დევის ტბა

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა