|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რკინიგზა საახალწლო დღეებში სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით, მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა ონლაინ დღეიდან შესაძლებელია. 

სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება. 

"ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის მეშვეობით: www.railway.ge ან აპლიკაციის მეშვეობით 

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია: https://applk.io/georgianrailway

 ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი ვებ-გვერდებიდან: www.tkt.ge; www.biletebi.ge; www.matarebeli.ge;

 შეგახსენებთ, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

 მატარებლების მოძრაობის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ გრაფიკებში: 

საქართველოს რკინიგზა ჯანმრთელობას და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!".-აცხადებს საქართველოს რკინიკგზა

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა