|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რუკები აფხაზეთის გარეშე "ბიბლუსის" მაღაზიებში გამოჩნდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშე არის წარმოდგენილი. მომხმარებლებმა ფაქტზე უკმაყოფილება გამოთქვეს. სუვენირები „ბიბლუსის მაღაზიათა“ ქსელში იყიდება. მომხდართან დაკავშირებით მაღაზიის ადმინისტრაცია განცხადებას აკეთებს და ირწმუნება, რომ  ხარვეზიანი რუკა მიმწოდებელმა შეაპარათ.

„გვინდა, იცოდეთ, რომ ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია, ჩვენ ქსელში შემოვიტანეთ, რა თქმა უნდა, ისეთი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა, როგორც გაირკვა, მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ხარვეზიანი სუვენირი. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ სრულად ქსელში და წუნდებული პროდუქცია  მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილიალში დაფიქსირდა“, - წერია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  იურისტები ხვალვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა გამოიძიონ ეს ფაქტი.
„საქართველო ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის აფხაზეთით და რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ჩვენს სამშობლოს ამ უნიკალური ტერიტორიის გარეშე“-წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "ბიბლუსის სამი მაღაზია მუშაობს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაცია ბიბლუსი გალერეის გახსნის შესახებ, ქსელის წარმომადგენელი „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ჯერჯერობით გალერეის გახსნა არ იგეგმება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი