|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ინფრომაციით, დღის ბოლოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. 
შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, 18 იანვარს დღის ბოლოდან 20 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმი.

ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია გამოიწვიოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.

 

ავტორი: ნიუპრესი