|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში რამდენიმე კვირაში „ფაიზერისა“ და „მერკის“ მედიკამენტები შემოვა

 ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემა კოვიდინფიცირებულების მკურნალობას სათანადოდ გაუმკლვავდება. 

 

მისივე თქმით, შევუკვეთეს  და  ქვეყანაში რამდენიმე კვირაში იქნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები. 

 

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებულია. ის მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ასევევ მინისტრმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების  მონიტორინგს მოახდენენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა