|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულთან ფსიქოლოგები მუშაობენ"

ადვოკატი ლედი ტუკვაძე  მისი დაცვის ქვეშ მყოფი გრიგოლ ბაკურაძის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს, მისი თქმით, მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ ბაკურაძესთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლის ახლობლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო და თვითმკვლელობა სცადა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა დროულად აღკვეთეს. ტუკვაძის განცხადებით, ბაკურაძე რამდენიმე დღე შიმშილობდა, მან გამოსათხოვარი წერილები გააგზავნა ახლობლების მიმართ, შემდეგ კი თვითმკვლელობას შეეცადა.  

 მისი თქმით, საქმე აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

ადვოკატის განცხადებას სოციალური ქსელებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა "ადვოკატის სტრატეგია" უწოდა.  ლედი ტუკვაძის თქმით, საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებითაც აღიძრა, რასაც საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლის კვალიფიკაცია მიეცა.

 შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სასჯელასღსრულების მეორე დაწესებულებაში გრიგოლ ბაკურაძემ თვითმკვლელობა სცადა. მას ბრალი ყოფილი მეუღლის 22 წლის დეა გოშხეთელიანის მიმართ  ფიზიკურ ძალადობაში ედება.  ბაკურაძე  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის  გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბაკურაძეს პატიმრობა შეეფარდა.

დეა გოშხეთლიანმა ძალადობის ფაქტზე მედიის საშუალებით ისაუბრა და საზოგადოებას თანადგომისაკენ მოუწოდა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა