|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰოლანდიაში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაცია სტუმრად ქუთაისში

ააიპ ,,ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" #13 ფილიალს ჰოლანდიაში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის „გული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ესტუმრა.
ორგანიზაცია ქუთაისის საბავშვო ბაღებსა და  სოცილურად შეჭირვებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ინვენტარით ეხმარება.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრებს საშემოდგომო ნობათით და მუსიკალური სანახაობით დახვდნენ. 

შეხვედრას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ზვიად ჯავახია, ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნანა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. ზვიად ჯავახიამ საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,გული საქართველოსათვის“ წარმომადგენელს ქუთაისში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.


ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა