|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისი მასპინძლობს

 საქართველოში ყველაზე მასობრივ სპორტულ ღონისძიებას - სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას 25- 27 ივნისს ქუთაისი უმასპინძლებს.

მთელი საქართველოდან ფინალური თამაშებში მონაწილეობის მისაღებად შეიკრიბებიან იმ სკოლის გუნდები, რომლებმაც სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეს.

შეჯიბრებები ჩატარდება ოლიმპიადის 7 სახეობაში: (3X3 კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მძლეოსნური გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი).

ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების გამარჯვებული გუნდები, ქვეყის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო სასკოლო ფედერაციის ISF-ის წევრია, რაც შესაძლებლობას იძლევა, საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლები, ყოველ 2 წელიწადში გაემგზავრონ მსოფლიო და ევროპის სასკოლო ჩემპიონატებზე სხვადასხვა ქვეყანაში.

საქართველოს 2017 წლის ჩემპიონები, 26 ივნისს, სუპერფინალებში შეხვდებიან 2016 წლის ჩემპიონებს. მათ შორის გამარჯვებულები კი 2018 წელს გაემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე სხვადასხვა ქვეყნებში.

„სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩართული იყო საქართველოს 1400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 80 000-მდე მოსწავლე.

 წელს ოლიმპიადის დასკვნითი თამაშების მასპინძლობა ქუთაისმა ითავა. ოლიმპიადის ფინალურ თამაშებს, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ორგანიზებას უწევს ქალაქ ქუთაისის მერია.

25 ივნისს სპორტის სასახლეში ღონისძიება გაიხსნა და 27 ივნისს დაჯილდოვებისა და ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი მოეწყობა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა