|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საუნივერსიტეტო ქალაქის გეგმას გერმანელები მოამზადებენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (tum international)-ის მმართველმა დირექტორმა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების გეგმაზე იმსჯელეს.

ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლითაც პროექტის დაფინანსების შესახებ საკითხები განისაზღვრა.

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის აკადემიური განვითარების გეგმას, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ. ასევე, ერთობლივად შემუშავდება  ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების შესახებ კონცეფციაც.

საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში 140 ჰექტარზე გაშენდება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას ფონდი „ქართუ” სრულად აფინანსებს.

 

ამ თემაზე: ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის 500 მილიონი დოლარი გამოიყო

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი ოფიციალურად დარეგისტრირდა

ავტორი: ნიუპრესი