|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას დღეიდან განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

ამდენად, რადგან 8 მარტი ორშაბათი დღე იყო, შესაბამისად დღეიდან შაბათ-კვირის შეზღუდვის გაუქმება რეალურად დღეს ამოქმედდა.

ამ დრომდე ძალაში რჩება 21-საათის შემდეგ ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით ღია და დახურულ სივრცეში პირბადით გადაადგილების მოთხოვნა უცვლელი რჩება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა