|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობაში გადადგილების შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს -სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ხვდება. ნინო ლომჯარია სოფელ გუმათში იმყოფებოდა, საიდანაც ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია.

ლომჯარია ხეობაში არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა. აქტივისტების თქმით, მათ ეზღუდებათ გადაადგილების უფლება.

ომბუდსმენის განცხადებით, არ არსებობს არანაირი საფუძველი აღნიშნული შეზღუდვების და გადაადგილების აკრძალვა არის არაპროპორციული.

ნინო ლომჯარიამ ისაუბრა კომპანოა "ენკას" განცხადებაზეც. მისი თქმით, კომპანიამ საჯაროდ მიმართა მათ თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეისწავლიან აღნიშნულ ფაქტებს და შესაბამისი რეაგირება იქნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი