|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სახალხო დამცველის სამსახურს ხელფასს ვუხდით, რომ აღმოაჩინოს და წარმოგვიდგინოს პრობლემები"

საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა სახალხო დამცველის საპარლამენტო გამოსვლას და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აქცენტები ქვეყნის პოლიტიკურ- საზოგადოებრივ დისკუსიას განაპირობებს, ძალიან საინტერესო და ყურადსაღებია.
 
პრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას გააანალიზონ და მხედველობაში მიიღონ ყველა ის საკითხი, რომელიც ომბუდსმენმა წამოჭრა საპარლამენტო გამოსვლისას.
 
გიორგი მარგველაშვილმა იმ განწყობების შესახებაც ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველის მიმართ არსებობს და იმ ადამიანებს უპასუხა "ვისაც მიაჩნია, რომ ომბუდსმენი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას, დაკავებული იყოს შედარებითი ანალიზებით, წარმოაჩენდეს არა პრობლემებს, არამედ ქადაგებდეს რამდენად კარგადაა ვითარება.
 
"ბევრი საინტერესო ინსტიტუტი არსებობს, ბევრი საინტერესო პოლიტიკოსი მოევლინება ხოლმე საზოგადოებას, რომელიც აღავლენს დიდებას ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ, მაგრამ არა ომბუდსმენი. 
 
ომბუდსმენის ფუნქცია მდგომარეობს სწორედ იმაში და ჩვენ ომბუდსმენის სამსახურს და სახალხო დამცველის სამსახურს ვუხდით ხელფასს სწორედ იმაში, რომ აღმოაჩინოს პრობლემები, წარმოგვიდგინოს, მოგვცეს შესაძლებლობა მათი ანალიზის და მათი დაძლევის. 
 
თუ ომბუდსმენი მხოლოდ ისაუბრებს იმის თობაზე  რა არის გაკეთებული კარგი, ასეთ შემთხვევაში ასეთ ინსტიტუტს არ ექნება ფასი. 
არიან ადამიანები, რომლებიც ამას სრულიად უფასოდ აკეთებენ და მათ შეგვიძლია მივანდოთ ეს საქმე. 
 
სწორედ კრიტიკული ანალიზი, სწორედ პრობლემებზე მითითება არის ის, რაც ჩვენ გვეხმარება უკეთესი საზოგადოების შექმნისათვის,'' -  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, რომელსაც უჩა ნანუაშვილიც ესწრებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა