|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება - დავით ერემეიშვილი

 საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება - ამის შესახებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლმა  დავით ერემეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებით  რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ როგორც მძღოლებს, ასევე მგზავრებს. 

მისივე ინფორმაციით, ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება.

"მძღოლებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწოევთ. უნდა მოხდეს ტრანსპორტის დეზინფექცია, ასევე ყველა მგზავს უნდა ქონდეს პირბადე და მიკროავტობუსებში მგზავრებს ფეხზე ვერ დადგებიან. გაკონტროლდება მგზავრთა რაოდენობა. რაც შეეხება შეღავათებს, ამაზე ვიმსჯელებთ, ტრანსპორტის ღორებულების გაზრდა არ იგეგმება"-განაცხადა დავით ერემეიშვილმა. 

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განაახლა. დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები ყველა სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს. 

მძღოლების თქმით, რეკომენდაციები გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მთავრობისგან გარკვეულ შეღავათებს მოითხოვენ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა