|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს. სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ დაუდასტურა, რომ  გარდაცვლილის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს და სახლში გადაასვენეს.
მაშველები 8 წლის ბავშვს მდინარეში რამდენიმე კვირაა ეძებდნენ. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი 23 თებერვალს გაუჩინარდა.
როგორც ცნობილია, შსს-მ აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი დააკავა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა