|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შალვა ნუცუბიძე 1917 წლის ზაფხულში ქუთაისში საჯარო ლექსიებს მართავდა

1917 წლის ზაფხულში ქუთაისში საჯარო ლექციებს მართავდა შალვა ნუცუბიძე -ამის შესახებ ცნობები ქუთაისის მაშინდელ პრესაში მოიპოვება.

შალვა ნუცუბიძემ, რომელიც წარმოშობით წყალტუბოს, სოფელ ფარცხანაყანებიდან იყო, საუკეთესო განათლება ქუთაისის კლასიკურ გინაზიაში მიიღო.  ფლობდა ძველ ბერძნულ, ლათინურ, გერმანულ, ინგლისურსა და ფრანგულ ენებს. 1906 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ფილოსოფიის განხრით. აქ ნიჭიერებით პროფესორ-მასწავლებელთა ყურადღება მიიქცია. იგი გააგზავნეს გერმანიაში საზაფხულო სემინარებზე. 1911 წელს საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებების პირველი მონახაზით წარსდგა ლაიფციგის უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე. ამ დროს იგი 23 წლისა იყო.

ნუცუბიძე რევოლუციის შემდეგ ივანე ჯავახიშვილთან ერთად ის ქართული უნივერსიტეტის დაარსებას შეუდგა.

1916-18 წლებში ის პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. როგორც მის ბიოგრაფიაშია მითითებული, საქართველოში 12-წლიანი განშორების შემდეგ 1918 წელს დაბრუნდა, თუმცა, როგორც ქუთაისის გაზეთებში "ჩვენი მეგობარი", "სოციალ-დემოკრატი" გამოქვეყნებული ინფორმაციებით დასტურდება, 1917 წლის ზაფხულში მან რამდენიმე საჯარო ლექცია გამართა ქუთაისში. ლექციების შემდეგ დიდი ოვაციები გამართულა. 

 

 როგორც ცნობილია, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ფილოსოფოსი მიუღებელი გახდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის, ის დააპატიმრეს, თუმცა სიცოცხლე მას "ვეფხისტყაოსნმა" შეუნარჩუნა. ციხეში მის მიერ გაკეთებულ თარგმანს სტალინი პირადად ეცნობოდა. ბელადს თარგმანი მოეწონა და ფილოსოფოსის ბედიც ამან გადაწყვიტა.

ავტორი: ირინა მაკარიძე