|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შემცირებული შტატები და გაზრდილი ხელფასები „ყინულის მოედანზე“

ქუთაისის სპორტულ სკოლაში „ყინულის“ მოედანი“  რეორგანიზაცია განხორციელდა.  შედეგად შტატი 6 თანამშრომლით შემცირდა. გაუქმდა დირექტორის მოადგილის პოსტი. ამ დრომდე „ყინულის მოედანზე“ 22 თანამშრომელი იყო.

 დღეს, ქალაქის  საკრებულომ მხარი დაუჭირა მერიის მიერ წარდგენილ საკითხს, რაც მოედანზე დასაქმებული პედაგოგებისთვის ხელფასის მატებას გულისხმობს.  პედაგოგებს მუშაობა საათობრივად აუნაზღაურდებათ, (ადგილობრივები  17 ლარს მიიღებენ, მოწვეული სპეციალისტები კი 35 ლარს).

როგორც მერიის კულტურის, განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა განაცხადა, შტატების შემცირებით „ყინულის მოედანზე“ სახელფასო ფონდი 60%-ით შემცირდა. ხელფასი 1400 ლარიდან 500-ლარამდე შეუმცირდა დირექტორს, მისი მოადგილის ხელფასი კი 1200 ლარის ნაცვლად 350 ლარი გახდა.

ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც „ყინულის მოედანმა“ააიპის სტატუსი დაკარგა და სხვა სპორტულ სკოლებს გაუთანაბრდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა