|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უამრავ ადამიანს ვხვდებით, რომელსაც უსამართლოდ მოუხსნეს სოციალური დახმარება"

 ქუთაისში, ბუხაიძის #5 ნომერში მცხოვრები მაზური ბორისის ოჯახისათვის სოციალური დახმარების მოხსნა გააპროტესტა დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა.

როგორც დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების დროს მრავლად ხვდებიან ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უსამართლოდ მოუხსნეს სოციალური დახმარება.

 „ეს არის აღმაშფოთებელი და საგანგაშო ტენდენცია, როდესაც სახელმწიფო ულუკმაპუროდ და ბედის ანაბარად ტოვებს ასეთ ადამიანებს. თქვენც კარგად ნახეთ, რომ ბატონი ბორისი და მისი მეუღლე არიან უმძიმეს პირობებში.  გადაადგილება უჭირთ, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას. ჩვენ ყოველდღე კარდაკარ ვხვდებით ამომრჩევლებს და სამწუხაროდ, უამრავ ასეთ ადამიანს ვნახულობთ, რომელსაც უსამართლოდ მოუხსნეს სოციალური დახმარება. "ქართულმა ოცნებამ" ისინი შიმშილისათვის გაწირა. მოვითხოვთ ამ ოჯახს სასაწრაფოდ აღუდგეს სოციალური დახმარება და ქუთაისის მერიამ უზრუნველყოს „მადლიერების სახლიდან“ საკვების ყოველდღიურად მიტანა სახლში, ვინაიდან მათ გადაადგილება უჭირთ და მხოლოდ მეზობლების იმედზე არიან დარჩენილები“, - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ, "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატმა.

 არსებული ინფორმაციით, მაზური ბორისი არის ინვალიდი, მხედველობა დაქვეითებული, უჭირს გადაადგილება. ყავს მეუღლე, რომელიც C ჰეპატიტით არის დაავადებული. ამჯამად ჩაჭრილი აქვს ბუნებრივი აირი, ცხოვრობს უმძიმეს სოციალურ პირობებში და პენსიის გარდა  არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. შემწეობის მოხსნის მიზეზი გახდა 80 ლარი, რომელიც მეზობლებისა და ახლობლების დახმარებით გადაიხადა ელექტროენერგიის დავალიანების დასაფარავად.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა