|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შუქნიშნებისა და გარეგანათებისათვის 2 692 177 ლარი გამოიყო

ქუთაისის ტერიტორიაზე გარეგანათების ქსელის სანათი წერტილების, შუქნიშნების და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მოვლა-პატრონობისა და ექსპლოატაციის მომსახურების მიზნით მერიაში ტენდერი ცხადდება. სამუშაოებისათის 2 692 177 ლარი გამოიყო.

"მიმწოდებელი“ ვალდებულია ქუთაისის ტერიტორიაზე გარეგანათების ქსელის სანათი წერტილების (789 ობიექტის 13 635 წერილი), შუქნიშნების (31 ობიექტი) და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ასევე მან 24 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს გარეგანათების, ხოლო 12 საათის განმავლობაში შუქნიშნის გადამწვარი ნათურების აღდგენა.

ინსპექტირების ჯგუფისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, მომსახურების არაჯეროვნად გაწევის დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია გადაახდევინოს მიმწოდებელს ჯარიმა, ერთ გაუნათებელ სანათ წერტილზე 20 ლარის და სისტემის სხვა გაუმართავ ელემენტებზე 15 ლარის ოდენობით.

მიმწოდებელს ეკისრება ვალდებულება ანძების ავარიული დაზიანებიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოს გარე განათების და შუქნიშნების ბოძების მოწესრიგება-აღდგენა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა