|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სირცხვილი "ქართული ოცნებას", რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალია"

"სირცხვილია,  რომ "ქართული ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალია",- აღნიშნული განცხადება, ნატო ქათამაძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისა და ნატო ქათამაძის შორის დაპირისპირება თვითმმართველობის მიერ 2006-2015 წლებში გასხვისებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხის შესწავლის მიზნით  დროებითი კომისიის დებულების დაამტკიცებას მოყვა.  ქათამაძის განცხადებით,  აღნიშნული ინიციატივა მას ეკუთვნის, თუმცა დროებითი კომისიის  თავმჯდომარედ მისი დანიშვნა საკრებულოს წევრებს  არ სურთ.

"მრჩება ეჭვი, რომ  ემოციური განცხადებების გამო  ჩემი  თავმჯდომარეობა არ აწყობთ. აღნიშნულ ადგილზე  არ სურთ  კომპეტენტური ადამიანის დაყენება, ისეთის, ვინც ხმამაღლა იტყვის სათქმელს. სირცხვლია "ქართული ოცნების", რომ "ქდმ"-ს ყოფილი წევრი დავით დვალი თითის ქნევით მელაპარაკება",- აღნიშნა საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ. 

დავით დვალის განცხადებით, აღნიშნული საკითხი განხილული აქვს ყველა ფრაქციას და დარგობრივ კომისიას. 

 "საკითხების განხილვის გაჭიანურების მცდელობა, რაც გამოუვიდა ზოგზოგიერთებს, იყო აბსურდი. აღნიშნული საკითხი განხილული აქვს ყველა ფრაქციას და დარგობრივ კომისიას. შესაბამისად, მიღებულია გადაწვეტილებაც, ეს არის ღია კარის მტვრევა. რაც შეეხება მუშა ჯგუფის კანდიდატურას,  ამას ბუნებრივია გადაწყვეტს უმრავლესობა და არა ერთი რომელიმე დეპუტატი. არ აქვს მნიშვნელობა,  ეს იქნება ქალბატონი თუ არა, იქნება ანჩხლი, არ იქნება ანჩხლი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთელ და სამუდამოდ საკრებულოს სხდომაზე უნდა დასრულდეს პოპულიზმი და სიცრუის ტირაჟირება.  რაც შეეხება შრომას და საქმეს, ყველას შეუძლია, ისიც შეუძლიათ ელექტრონული გზავნილი გახსნან  და შეამოწმონ, ვინ რას წერს. შეიძლება გაჭირვებული მოქალაქე აკაკუნებდეს და იმ დღეს, ან მეორე დღეს სჭირდება დახმარება და  მესამე დღეს დაგვიანებულია",-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ  დვალმა. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა