|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლების სიაში, რომელთაც ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს, ქუთაისის სამი სკოლა მოხვდა

 განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვითაც ცნობილი ხდება იმ სკოლების ათეული, სადაც ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი ასწავლის. მათ შორის მოხვდა ქუთაისის #1 და #41 საჯარო სკოლები. ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი №51 საჯარო სკოლა ჰყავს.

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა - 99 უფროსი, 2 წამყვანი მასწავლებელი. სულ 101.

 შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი - 79 უფროსი, 3 წამყვანი მასწავლებელი. სულ 82.

 სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა - 72 უფროსი, 4 წამყვანი მასწავლებელი. სულ 76.

 სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა - 69 უფროსი მასწავლებელი.

 შპს №1 სკოლა.(გოქაძის სკოლა) ქუთაისი - 65 უფროსი, 2 წამყვანი მასწავლებელი. სულ 67.

 სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა - 56 უფროსი, 8 წამყვანი მასწავლებელი. სულ 64.

 სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა - 64 უფროსი მასწავლებელი.

 სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა - 56 უფროსი, 2 წამყვანი მასწავლებელი. სულ 58.

 სსიპ ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა - 58 უფროსი მასწავლებელი.

 სსიპ ქალაქ თბილისის №24 საჯარო სკოლა - 57 უფროსი მასწავლებელი. ამდენივე უფროსი მასწავლებელი ჰყავს ასევე შპს ქართულ-ამერიკული უმაღლეს სკოლას თბილისში.

 რაც შეეხება წამყვანი მასწავლებლების რაოდენობას, ყველაზე მეტი, 8 წამყვანი მასწავლებელი, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლას ჰყავს.

 

წყარო:pia.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა