|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის არდადეგები ყველა საჯარო სკოლაში 30 დეკემბერს დაიწყება.   სწავლა ახალ წლამდე ორი დღით ადრე, ოთხშაბათ დღეს  შეწყდება.  არდადეგები ორი კვირა  გაგრძელდება.  სასწავლო პროცესი კი 15 იანვარს, პარასკევ დღეს განახლდება.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს თავად უნივერსიტეტების ადმინისტრაცია განსაზღვრავს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი