|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველები ურეკში დაისვენებენ

 ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის დაფინანსებით დაბა ურეკში პირველი ბანაკი შეიკრიბა. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახები და მრავალშვილიანები ზაფხულის სეზონზე ურეკში ხუთ ნაკადად დაისვენებენ.

ათდღიან ბანაკში ბენეფიციარები სამჯერადი კვებით, სასტუმროთი და მგზავრობის ხარჯებით იქნებიან უზრუნველყოფილი. პირველ ეტაპზე დაბა ურეკში 79 ბენეფიციარი წავიდა. ამ მიმართულებით 400 საგზურია გაითვალისწინებული.

ანალოგიურ ბანაკებს სოციალური სამსახური ყოველწლიურად აწყობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა