|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ ტვიშში უნიკალური ჯიშის ყურძენი დაუკრეფავი რჩება

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილბრივებმა აქცია გამართეს. ისინი უნიკალური ჯიშის ყურძნის დროულად ჩაბარებას ითხოვენ.

ამბობენ, რომ დაინტერესება წელს ნაკლებია. სოფელში მხოლოდ ერთი კომპანია შემოვიდა, რომელიც დიდი რაოდენობით ყურძნის წაღებას დაპირდათ, თუმცა დღეს მხოლოდ ხუთი ტონა მოითხოვეს, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა.

მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიები მათთან უნიკალური ჯიშის ყურძენში 5 ლარს იხდიან, სხვა სოფლებიდან კი დაბალი ხარისხის ყურძენს 3 და 4 ლარად ყუდულობენ და ტვიშის სახელით დაბალი ხარისხის ღვინოს ყიდიან.

“რამდენჯერმე მოვიდა კომპანია "როიალ ხვანჭკარას" წარმომადგენლებმა რამდენჯერმე აუღეს სინჯი და გვითხრეს,  რომ 14 ტონა ყურძენს იყიდდა, დღეს კი მხოლოდ 5 ტონის ყიდვას გეგმავს. ყურძენი მწიფეა და მზად არის დასაკრეფად. ვითხოვთ დახმარებას” -განაცხადა სოფელ ტვიშის მკვიდრმა მელიტონ ასათიანმა.

მოსახლებას რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სცანეთის გუბერნატორის მოადგილე შეხვდა. გიორგი გონაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს მოაგვაროს მევენახეების პრობლემა.

“მიმდინარეობს მოლაპარაკება ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან, რათა შემოვიდნენ ტვიშის თემში არსებული ყურძნის შესაძებად. ადგილობრივებს  შორის კონფლიქტი კი იმან გამოიწვია,  რომ ვერ გადაწყვიტეს, თუ ვის ყურძენს შეიძენდა კომპანია" - განაცხადა გონაძემ.

ავტორი: ნიუპრესი