|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, დაზიანებულია სახლები და დაიბზარა ეკლესია"

ჭიათურაში შუქრუთის მაღაროსთან მოსახეობა აქციას მართავს. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მადნეულის მოპოვებას აპროტესტებენ და მათ სოფლის ტერიტორიაზე არსებულ 11 მაღაროში მადნეულის მოპოვების საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მანგანუმის მოპოვების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და ასევე დაზიანებულია ეკლესია. მოსახლეობის მტკიცებით, კომპანიამ მათ ზარალის ანაზღაურებას თვენახევრის წინ დაპირდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია. ადგილობრივები ცენტრალურ ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. სოფელში პროტესტი რამდენიმე დღეა გრძელდება.

“სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, დაზიანებულია სახლები და დაიბზარა ეკლესია, დაგვპირდნენ კომპენსაციას და არ მოუციათ, მოვუწოდებთ ცენტრალურ ხელისუფლებას, გაეცნონ ჩვენს პრობლემას და დაგვეხმარონ კომპანიასთან ”-განაცხადევს აქციის მონაწილეებმა.

"ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოო პროცესების კოორდინატრი იოანე ხეთაგური მოსახლეობის ბრალდებებს არ ეთანხმება. იოანე ხეთაგურის თქმით, მოსახლეობის საცხოვრებლებმა დაზიანება წინა საუკუნეში "ჯორჯიან მანგანუმის" დროს მიიღო და რისთვისაც კომპენსაციაც მიიღეს. 

მისივე განმარტებით, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისია მუშაობს და შესაბამისი დასკვნაც მალე დაიდება, თუმცა აცხადებს, რომ კომპანიის სამუშაოები მოსახლეობისგან მოშორებით მიმდინარეობს და ის სახლებს ზარალს ვერ მიაყენებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი