|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია: "სოკარ ჯორჯია-გაზი" მოქალაქეებს გაზრდილ ტარიფს ახდევინებს"

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია  კომპანია „სოკარ ჯორჯია-გაზს“ უპირისპირდება. მისი თქმით, კომპანია მოქალაქეებს ზედმეტ თანხას ახდევინებს.

„გაზის გადასახადი ზამთარში უფრო ძვირია, ვიდრე ზაფხულში. ზამთარში 0,46 თეთრს ვიხდით, ზაფხულში 0,45 თეთრს. თუმცა უკვე მესამე თვეა“სოკარი ჯორჯია-გაზი“  ზამთრის  ტარიფით გვახდევინებს გაზის გადასახადს. მსგავსი შემთხვევა 2013 წელსაც დაფიქსირდა.  როდესაც  მივმართე  კომპანიას, მითხრეს, რომ ეს იყო კომპიუტერული ხარვეზი. ახლა კი ისევ მეორება ეს მარაზმი. მივმართავ კახი კალაძეს, კეთილი ინებოს და დაიცვას მოქალაქეების უფლებები, ასევე მივმართავ ქალაქის მერს, შოთა მურღულიას, დაიცვას თანაქალაქელები ძარცვისგან. შესაძლოა, ეს თანხა ვინმესთვის ცოტა იყოს, მაგრამ იურიდიული პირებისთვის სერიოზული თანხაა“ , - განაცხადა წულაიამ.

„სოკარ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ტარიფები გაუქმდა და გადასახადი ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთი და იგივეა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა